четверг, 6 марта 2014 г.

სექსი და კონტაცეფცია

კონტაცეფცია წარმოადგენს არასასურველი ფეხმძიმობისგან დაცვას.
კონტაცეფციის სხვადასხვა მეთოდები:
1. კალენდარული მეთოდი ( ციკლიდან 12–16 დღე ყველაზე ხელსაყრელია ფეხმძიმობისთვის)
2.ბარიერული მეთოდი (მოისაზრება,პრეზერვატივი (კონდომი) სპერმიციდები,ხუფები და დიაფრაგმები)
3.ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური აბები
4.საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფტივები (სანთლები, დღესდღეობით ყველაზე ფართოდ გამოიყენება)




  ერთ–ერთი გავრცელებული კონტრაცეფტივი არის სანთლები,რომლებიც შედრებით უსაფრთხოა და არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებაა (ჰორმონალური: მაგალითად იარინა, საკმაოდ ძლიერი ჰორმონალური მედიკამანტია და არ გირჩევთ მის მიღებას)
  მე პირადად ვიყენებდი იარინას,ციკლი ამირია და სულ მავიწყებოდა ერთ დროს მიღება,ამით კი დაფეხმძიმების რისკი იზრდება. ჩემსავით არაორგანიზებული ადამიანისთვის ალბათ ყველაზე საუკეთესო საშუალება ალბათ მაინც სანთლებია, ახლა თქვენ იტყვით პრეზერვატივს რა უჭირსო, მაგრამ კონდომის ხშირი გამოყენება ნაადრევ იმპოტენციას იწვევს და სასიამოვნო შეგრძნებებიც ქვეითდება,მე საშინლად ვერ ვიტან))
  ახლა ვაპირებ პატენტექს ოვალი ვიყიდო, რომელიც ვაგინალური სანთლებია, ერთჯერადად უნდა გამოიყენო ყოველი აქტის დროს, 10 წუთით ადრე უნდა შეიყვანო ღრმად საშოში, დნება სხეულის ტემპერატურაზე. თუ ერთი საათის განმავლობაში აქტი არ შედგა აუცილებელია პრეპარატის თავიდან მიღება. ასევე ერთი საათის განმავლობაში თუნდაც 4 აქტი გქონდეთ, აუცილებლად ახალი სანთელი უნდა გამოიყენოთ.  სამწუხაროდ ყველა აფთიაქში არ იყიდება,რამდენადაც ვიცი მისი შეძენა შესაძლებელია ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში და 9ლარამდე ჯდება...



  არის ერთი პრეპარატი, ესკაპელი, რომელსაც ავარიული შემთხვევების დროს ვიყენებთ)))  იმ შემთხვევაში თუ თავი არ დავიცავით და ოვალუცია საშვილოსნოში მოხვდა შესაძლებელია 48სთის ვადაში ესკაპელის მიღება არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ პრეპარატის ხშირი და რეგულარული გამოყენება დაუშვებელია!!!!
  კიდევ ერთ–ერთი გავრცელებული კონტაცეფციის საშუალებაა "შიგნით არ ვათავებ" ))))
არ არის აუცილებელია ევოლუცია საშვილოსნოში მოხდეს, სექსის დროს მამაკაცი გამოყოფს ისეთ ჰორმონს,რომელიც შეიცავს სპერმატოზოიდს და საკმაოდ დიდი შანსია დაფეხმძიმების... ერთი კურიოზი მახსენდება. ერთმა ჩემმა მეგობარმა გოგომ და მისმა შეყვარებულმა გადაწვიტეს სექსით დაკავებულიყვნენ.  ორივე გამოუცდელები იყვნენ ზემოთნახსენებ კონტრაცეფციის საშუალებას მიმართეს. არ გასულა დიდი ხანი და ის გოგო მიადგა დადებითი ტესტით. უვიცმა ბიჭმა გაიოცა,როგორო, მე ხომ გარეთ ვათავებდიო და ლამის დნმ–ის ანალიზი გაუკეთა, მაგრამ ახლა სამაგიეროდ მსუქანა ბავშვი ჰყავთ )) მდაჰ


უსაფრთხო (მედიკამენტოზური) აბორტი

  ჩემი პირველი პოსტი მედიკამეტოზურ აბორტს ეხება... ამიტომაც გავაკეთე ახალი ბლოგი.... 
  როცა მე დამჭირდა ინფორმაცია ქართულ საიტებზე ვერაფერი ვერ ვიპოვე... რაღაც ფორუმს გადავაწყდი, სადაც აბორტთან დაკავშირებულ კითხვებზე ექიმები ბიბლიის ამონარიდებით მოძღვრავდნენ, იმის მაგივრად რომ რჩევა მიეცათ.... 
   არავის აქვს უფლება ჭკუა დაგარიგოს,როცა ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვს.... 
  მოკლედ მოგიყვებით მედიკამენტოზურ აბორტზე.... კეთდება 7 კვირამდე. უპირატესობა ისაა რომ არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და მიმდინარეობს როგორც ციკლი.... 
  ტესტში თუ გამოჩნდა მეორე მკრთალი ხაზი (უმჯობესია მგრძნობიარე ტესტი შეიძინოთ, 2დან 3 ლარამდე ღირს) ე.ი. რამდენიმე დღის,მაქსიმუმ 2 კვირის ფეხმძიმე ხართ. ამ შემთხვევაში უნდა მიხვიდეთ და გაიკეთოთ ექოსკოპია. მედიკამენტოზური აბორტი კეთდება იმ შემთხვევაში თუ ორსულობა საშვილოსნოში ვითარდება და ნაყოფი სწორად არის მიმაგრებული. 
  ექოსკოპიის შემდეგ გინეკოლოგი გაძლევთ ტაბლეტს, და 2 აბს გატანთ სახლში. პირველი აბის მიღების შემდეგ ვერფერს ვერ გრძნობთ (შესაძლებელია ოდნავი გულისრევა ან მუცლის ტკივილი, მე არ მქონდა) ორ დღის შემდეგ უნდა მიიღოთ დარჩენილი ორი აბი. შესაძლებელია მუცლის ძლიერი ტკივილი, ღებინება (სასურველია წამლის მიღებიდან საათნახევარში,რათა იმოქმედოს მედიკამენტმა) ტკივილმა მე პირადად ერთ საათში გამიარა,მაგრამ მეგონა რომ გავგიჟდებოდი. შეგიძლიათ დალიოთ 100მლ კეტანოლი ან კეტონალი. გეწყებათ ჩვეულებრივი თვიური, უფრო მეტი სისხლდენით, კოლტივით სისხლი ნუ შეგაშინებთ )))) დაახლოვებით 10–12 დღის მერე განმეორებით ექოსოპიაზე უნდ მიხვიდეთ და დარწმუნდეთ რომ ნაყოფი მოგშორდათ. აუცილებელია!!!! ამ ორი კვირის განმავლობაში კატეგორიულად უნდა შეიკავოთ თავი სექსისგან!!!!. კონტრაცეპტივის გამოყენება ციკლის დასრულების პირველივე დღიდან უნდა დაიწყოთ. აბორტის შემდგომ 5–6 თვე დაფეხმძიმება არ არის სასურველი. ტესტი კი დადებითი იქნება დაახლოებით 4–5 კვირა,ამიტომ ნუ დაპანიკდებით,მთავარია განმეორებით ექოსკოპიაზე მიხვიდეთ და დარწმუნდეთ რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
  ახლა რაც შეეხება კლინიკებს და ფასებს... პირველად ექოსკოპიაზე იმედის კლინიკაში მივედი, (25 ლარი) მაგრამ,საშინლად დიდი რიგებია და ფეხმძიმობაც ვერ დამიდგინეს,თქვეს რომ ძალიან პატარაა ნაყოფი და ორ კვირაში უნდა მივსულიყავი. 2კვირა ნამდვილად გავგიჟდებოდი და კლინიკითაც ვერ აღვფრთოვანდი,ამიტომ ერთ კვირაში წავედი oxford medical Geogia–ში ( ვაკე,ფალიაშვილის 15) რიგებიც არ იყო და საკმაოდ კარგი კლინიკაა. უბრალოდ მედიკამენტოზური აბორტის ფასი უფრო მაღალია (ექოსკოპია 50 ლარამდე ჯდება, გინეკოლოგის კონსულტაცია 35 ლარი და თვითონ აბები 200 ლარი ღირს) მოკლედ, მთლიანი აბორტი 400ლარამდე ჯდება განმეორებითი ექოსკოპიის ჩათვლით. არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ აფთიაქში ნაყიდი აბი. ნუ დაზოგავთ ფულს, ეს შეიძლება სიცოცლის ფასად დაგიჯდეთ!!! აუცილებლად მიდით ექიმთან და გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ დალიეთ წამალი!! სხვა კლინიკებში უფრო დაბალი ფასებია. მე მხოლოდ ეს ორი კლინიკა ვიცი და ინფორმაციაც ვერ მოვიძიე,სხვადასხვა კლინიკებში რეკვის ნერვები კი ნამდვილად არ მქონდა.
 დიდი იმედი მაქვს რომ ეს პოსტი დაგეხმრებათ და არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებთ თვითმკურნალობას. წარმატებები))))))