четверг, 6 марта 2014 г.

უსაფრთხო (მედიკამენტოზური) აბორტი

  ჩემი პირველი პოსტი მედიკამეტოზურ აბორტს ეხება... ამიტომაც გავაკეთე ახალი ბლოგი.... 
  როცა მე დამჭირდა ინფორმაცია ქართულ საიტებზე ვერაფერი ვერ ვიპოვე... რაღაც ფორუმს გადავაწყდი, სადაც აბორტთან დაკავშირებულ კითხვებზე ექიმები ბიბლიის ამონარიდებით მოძღვრავდნენ, იმის მაგივრად რომ რჩევა მიეცათ.... 
   არავის აქვს უფლება ჭკუა დაგარიგოს,როცა ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვს.... 
  მოკლედ მოგიყვებით მედიკამენტოზურ აბორტზე.... კეთდება 7 კვირამდე. უპირატესობა ისაა რომ არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და მიმდინარეობს როგორც ციკლი.... 
  ტესტში თუ გამოჩნდა მეორე მკრთალი ხაზი (უმჯობესია მგრძნობიარე ტესტი შეიძინოთ, 2დან 3 ლარამდე ღირს) ე.ი. რამდენიმე დღის,მაქსიმუმ 2 კვირის ფეხმძიმე ხართ. ამ შემთხვევაში უნდა მიხვიდეთ და გაიკეთოთ ექოსკოპია. მედიკამენტოზური აბორტი კეთდება იმ შემთხვევაში თუ ორსულობა საშვილოსნოში ვითარდება და ნაყოფი სწორად არის მიმაგრებული. 
  ექოსკოპიის შემდეგ გინეკოლოგი გაძლევთ ტაბლეტს, და 2 აბს გატანთ სახლში. პირველი აბის მიღების შემდეგ ვერფერს ვერ გრძნობთ (შესაძლებელია ოდნავი გულისრევა ან მუცლის ტკივილი, მე არ მქონდა) ორ დღის შემდეგ უნდა მიიღოთ დარჩენილი ორი აბი. შესაძლებელია მუცლის ძლიერი ტკივილი, ღებინება (სასურველია წამლის მიღებიდან საათნახევარში,რათა იმოქმედოს მედიკამენტმა) ტკივილმა მე პირადად ერთ საათში გამიარა,მაგრამ მეგონა რომ გავგიჟდებოდი. შეგიძლიათ დალიოთ 100მლ კეტანოლი ან კეტონალი. გეწყებათ ჩვეულებრივი თვიური, უფრო მეტი სისხლდენით, კოლტივით სისხლი ნუ შეგაშინებთ )))) დაახლოვებით 10–12 დღის მერე განმეორებით ექოსოპიაზე უნდ მიხვიდეთ და დარწმუნდეთ რომ ნაყოფი მოგშორდათ. აუცილებელია!!!! ამ ორი კვირის განმავლობაში კატეგორიულად უნდა შეიკავოთ თავი სექსისგან!!!!. კონტრაცეპტივის გამოყენება ციკლის დასრულების პირველივე დღიდან უნდა დაიწყოთ. აბორტის შემდგომ 5–6 თვე დაფეხმძიმება არ არის სასურველი. ტესტი კი დადებითი იქნება დაახლოებით 4–5 კვირა,ამიტომ ნუ დაპანიკდებით,მთავარია განმეორებით ექოსკოპიაზე მიხვიდეთ და დარწმუნდეთ რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
  ახლა რაც შეეხება კლინიკებს და ფასებს... პირველად ექოსკოპიაზე იმედის კლინიკაში მივედი, (25 ლარი) მაგრამ,საშინლად დიდი რიგებია და ფეხმძიმობაც ვერ დამიდგინეს,თქვეს რომ ძალიან პატარაა ნაყოფი და ორ კვირაში უნდა მივსულიყავი. 2კვირა ნამდვილად გავგიჟდებოდი და კლინიკითაც ვერ აღვფრთოვანდი,ამიტომ ერთ კვირაში წავედი oxford medical Geogia–ში ( ვაკე,ფალიაშვილის 15) რიგებიც არ იყო და საკმაოდ კარგი კლინიკაა. უბრალოდ მედიკამენტოზური აბორტის ფასი უფრო მაღალია (ექოსკოპია 50 ლარამდე ჯდება, გინეკოლოგის კონსულტაცია 35 ლარი და თვითონ აბები 200 ლარი ღირს) მოკლედ, მთლიანი აბორტი 400ლარამდე ჯდება განმეორებითი ექოსკოპიის ჩათვლით. არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ აფთიაქში ნაყიდი აბი. ნუ დაზოგავთ ფულს, ეს შეიძლება სიცოცლის ფასად დაგიჯდეთ!!! აუცილებლად მიდით ექიმთან და გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ დალიეთ წამალი!! სხვა კლინიკებში უფრო დაბალი ფასებია. მე მხოლოდ ეს ორი კლინიკა ვიცი და ინფორმაციაც ვერ მოვიძიე,სხვადასხვა კლინიკებში რეკვის ნერვები კი ნამდვილად არ მქონდა.
 დიდი იმედი მაქვს რომ ეს პოსტი დაგეხმრებათ და არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებთ თვითმკურნალობას. წარმატებები))))))

1 комментарий:

  1. უკაცრავად, დაახლოებუთ რა დაგიჯდათ ეს ყველაფერი? ? ყველა წვრილმანის ჩათვლით

    ОтветитьУдалить